„ნამახვანჰესის“ მშენებლობა - შეფასებები 

„ნამახვანჰესის“ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია.

მინისტრი ყურადღებას ამახვილებს საკითხის შესასწავლად შექმნილი საბჭოს და ასევე უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მედიაციის პროცესზე.

რაც შეეხება საქართველოში თურქეთის ელჩის პოზიციას, უცხოელი დიპლომატი მიესალმება დიალოგის პროცესს და საკითხის გამჭვირვალობას, დიპლომატი ასევე საუბრობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების საკითხზე, რასაც მისი თქმით სარგებელი ორივე ქვეყნისთვის მოაქვს.