სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს იმ პირის მიმართ, რომელმაც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვა. საქმეზე უკვე გამოკითხეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრები და მეზობლები. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი ამ საქმის შეწყვეტას ითხოვს. მათი თქმით, „ბრალდებულთა სახლის დაწვა იყო სოფლის, ნათესავების, მეგობრებისა და ოჯახის ერთგვარი პროტესტი მომხდარ დანაშაულზე“. ასევე, ოჯახი ითხოვს თავისუფლების უვადო აღკვეთას არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილისთვის. სამართალდამცავებმა ისინი 23 ივნისს დააკავეს.
მოამბე