არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმე

დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა დღეს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი. დაიკითხა ორი მოწმე – გამომძიებელი და ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული პირების ნაწილთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. უწყებაში განმარტავენ, რომ ამის მიზანი სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულების ნაწილი, ჩადენილ დანაშაულს ინანიებს, აღიარებს ბრალს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.