არასამთავრობოები ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ ღიად დარჩა. კონკრეტულად კი დოზების განსაზღვრა და სასჯელების ვადები. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ პროცესი ჭიანურდება და კვლავ უცნობია მათთვის რა ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბდება კანონპროექტში. ისინი ითხოვენ მოხმარება დეკრიმინალიზებული იყოს. კანონპროექტის განხილვა, როგორც დეპუტატები აცხადებენ, ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.