არასამთავრობოები ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან

15:26, 05.06.2018

არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.  იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ ღიად დარჩა.  კონკრეტულად კი დოზების განსაზღვრა და სასჯელების ვადები. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ,  რომ პროცესი ჭიანურდება და კვლავ უცნობია მათთვის რა ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბდება კანონპროექტში.  ისინი ითხოვენ მოხმარება დეკრიმინალიზებული იყოს. კანონპროექტის განხილვა, როგორც დეპუტატები აცხადებენ, ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მსგავსი