კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის ვენეციის კომისიას წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს უგზავნის.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადებულ კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევასთან დაკავშირებით.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხუთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ შორის არის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი კეტავს სასამართლო სისტემას და აძლიერებს ერთპიროვნულ მმართველობას.
კოალიცია 39 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება. მათ ვენეციის კომისიას საკუთარი წინადადებებიც გადაუგზავნეს.