არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პროტესტს განაგრძობენ და კანონს არ დაემორჩილებიან. მათი თქმით, მზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. იმ შემთხვევაში კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.