მესამე სექტორი პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს.
განცხადებას ხელს 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.