„საქართველო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საშუალო რისკის ქვეყანაა“- ამის შესახებ ნათქვამია საია-ს, „აიდიეფაის“ და „სამოქალაქო ინსტიტუტის“ ერთობლივ ანგარიშში. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტებისათვის გარემო მაქსიმალური – 7 ქულიდან 4,7 ქულით არის შეფასებული. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ 11 უფლებრივი სტანდარტიდან, საქართველოში ყველაზე მძიმე გამოწვევად რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომელიც მაქსიმალური 7 ქულიდან 3.9 ქულით შეფასდა.