მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. მაკა ცინცაძის შეკითხვებს ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოება ერთმანეთის აზრის ტერორს ახდენს. მისივე შეფასებით, ასე იქცევა სამეურვეო საბჭოც. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა როგორ აფასებს ვასილ მაღლაფერიძე საბჭოს წევრთა ერთი ჯგუფის პირდაპირ მოთხოვნას, ერთ-ერთი წამყვანის „მრწამსის შესწავლასა და მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით“.
ფილოლოგი გია მურღულია განსხვავებული აზრის დევნას სამწუხაროსა და სახიფათოს უწოდებს.
„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 25 მარტი, 2023 #LIVE