აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოშია. პირველ ეტაპზე მკურნალობას დაიწყებს აქონდროპლაზიით დაავადებული ოთხი ბავშვი, მათი კრიტიკული საჭიროებიდან გამომდინარე. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს. ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია მხოლოდ ერთი – იაშვილის სახელობის კლინიკა. მშობლების ინფორმაციით კი, ერთ თვეში მედიკამენტს ბინაზე შვილებს თავად გაუკეთებენ.
დეტალებით იაშვილის კლინიკიდან თათაია ტაბეშაძე გვიერთდება.