20 ივნისის ღამეს დაშავებული ორი პაციენტი რჩება ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში. ისინი ინტენსიური თერაპიის პალატაში აგრძელებენ მკურნალობას.
კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.