გრძელდება სასამართლო პროცესები.
21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაკავებულებს ორ-ორი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების იურისტები წარმოადგენდნენ, რომელთა განმარტებით აქტვისტები გზის არგადაკეტვის შესახებ სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.