აქცია ზუგდიდში

აქცია ზუგდიდში – სოფელ ოდიშის მოსახლეობამ ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ისინი სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილზე ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი განცხადებით, შიდა პროექტი უკვე არსებობს და ეს პრობლემა მალე მოგვარდება. რაც შეეხება საავტომობილო გზას, ამ მიმართულებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.