ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს მათ 49-წლიანი იჯარით გადაეცათ და გადასახადსაც იხდიდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე გაიყიდა. მოსახლეობამ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს 5 წლის წინ მიმართა, მაგრამ ამ დრომდე გადაწყვეტილება არაა მიღებული. აქციის მონაწილეებთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა და მათ ზინობიანის საძოვრების გასხვისების საკითხში გარკვევას და ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე მობოლიზებული იყო პოლიცია.