ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარელში ხანძარი ლიკვიდირებულია – ახალსოფლის ტყეში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 30-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ასევე, ადგილზე მუშაობდა სპეციალური ტექნიკა.