ხანძარი ახალსოფელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარია.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ხანძრის ორი კერა არსებობს და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი და პერიმეტრი ჯერჯერობით უცნობია.