საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ. ახალგაზრდების განცხადებით, პროტესტის მიზეზი უნივერსიტეტის რექტორის წარსულში ნასამართლეობაა. სტუდენტების პროტესტს არ იზიარებს რექტორი და აკადემიური პერსონალი.
დავით გურგენიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ მას ნასამართლეობა მოუხსნა. სტუდენტების პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.