გვიან ღამით ხმაური იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მიმართულებით ქაღალდები ისროლეს და პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქციის მონაწილეები ჯერ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ათამდე პირი გაიყვანეს. აქციის მონაწილეების დაკავებას ადგილზე მყოფების მხრიდან ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა.