აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და სტუდენტები ამ დრომდე რჩებიან უნივერსიტეტის 23-ე აუდიტორიაში. მათი მთავარი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა. სტუდენტების ორგანიზებითვე, ამ წუთებში ლექციაც მიმდინარეობს, თემა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტია.

შეგახსენებთ, მათ გვიან ღამით დაიკავეს 23-ე აუდიტორია. სტუდენტების განმარტებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი ღია იყო და შენობაში შესვლაზე პრობლემა არ ჰქონიათ. დაცვის სამსახურის უფროსი კი განმარტავს, რომ ღამის სამ საათზე სტუდენტები შენობაში კარის საკეტის დაზიანების შემდეგ შევიდნენ.