ჯაბა სამუშიას შეხვედრა სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტებს შეხვდა.

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს სტიპენდიის მიღება მიულოცა. სახელმწიფო სტიპენდია წელსაც ასობით წარმატებულმა სტუდენტმა მიიღო. სამუშიამ შეხვედრაზე ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, 400 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.