აქცია სპორტსკოლის გასხვისების წინააღმდეგ

თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში ვეტერანმა სპორტსმენებმა აქცია გამართეს. ისინი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპორტული ობიექტის გასხვისებას აპროტესტებდნენ. დარბაზში წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ ჭიდაობის, ფრენბურთის და კალათბურთის ჯგუფები. სპორტის სასახლის აშენებამდე სპორტსკოლაში მნიშვნელოვანი ტურნირები ტარდებოდა. სპორტსკოლა 10 წლის წინ „ცენტრ პოინტზე“ გასხვისდა, რომელსაც პირობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ახლახანს დარბაზი შპს „სიტი ლოფტს“  სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა. ვეტერანმა სპორტსმენებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მიმართეს თბილისის მერიას და შპს „სიტი ლოფტის“ მეპატრონეს თემურ უგულავას. სპორტსმენების მოთხოვნაა, რომ უძველეს სპორტულ ობიექტს ისტორიული დანიშნულება შეუნარჩუნდეს.

მოამბე