სპორტის სამინისტროსთან სპორტსმენთა ნაწილის აქცია იმართება.
ევროპის პრიზიორები გამარჯვების შემდეგ მისაღებ პრემიებს ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ სამინისტრომ თანხის გაცემის ვადა უკვე რამდენჯერმე გადაწია, რის გამოც, მათ შემდეგი ეტაპისთვის მომზადება დააგვიანდებათ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ და სპორტსმენები თანხებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ.