სოფელ წედისის მაცხოვრებლებმა ბუნებრივი აირის მოთხოვნით აქცია გამართეს. გაზის ცენტრალური მაგისტრალი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წედისსა და ბნავისში ორი წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათ გაზი ამ დრომდე არ მიეწოდებათ. ბუნებრივი აირით თბება ბნავისის საჯარო სკოლა, სადაც გაზი რამდენიმე დღის წინ გაუშვეს. ადგილობრივებისთვის ასევე მოუგვარებელია ტრანსპორტის საკითხი. მათი თქმით, ავტობუსი სოფლებში სკოლის პედაგოგების განრიგს არის მორგებული და შაბათ-კვირას საერთოდ არ დადის. სოფლის მაცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ. საპასუხოდ, გორის მერიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირი მოსახლეობას მას შემდეგ მიეწოდება, რაც „სოკარგაზი“ ობიექტზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს.