შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამინისტროსგან, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში მონაწილე პირებისა და ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ. მედიის წარმომადგენლები სამინისტროსთან, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სურათებით არიან მისულები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.