ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ტუროპერატორები, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. საპროტესტო აქცია დღეს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომელიც მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მოტივით აქვს დაწესებული და ითხოვენ, რომ შეზღუდვების გონივრული შემსუბუქება მოხდეს. აქციის ორგანიზატორები მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას აანონსებენ.