სასმელი წყლის მოთხოვნით, სურამში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ადგილობრივების განცხადებით, წლებია მათ დასახლებას სასმელი წყალი არ მიეწოდება, ამორტიზებულია საუბნო გზები და საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებს აანონსებენ.