აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების მეპატრონეები ამ წუთებში სამგორის გამგეობასთან იკრიბებიან. მათი ნაწილი კი, აფრიკის დასახლებაში იმ შენობებთან მივიდა, რომელთა დემონტაჟიც გუშინ მოხდა, ისინი იმ მასალებს აგროვებენ, რაც დანგრევას გადაურჩა.