აქცია საგარეჯოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის მოსახლეობამ გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა. მათი განცხადებით, 2016 წელს აღიარების კომისიამ მოსახლეობისგან ფარულად ათი ჰექტარი საძოვარი სხვადასხვა პირზე სამჯერ გაყიდა. სოფელმა  სარჩელით სასამართლოს მიმართა და პირველ ინსტანციაში საქმეც მოიგო, თუმცა ახალმა მფლობელმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიმდინარე სასამართლო დავის მიუხედავად, საძოვრების ტერიტორიაზე თხრილის გაყვანის სამუშაოები დაიწყო, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ და მის შეწყვეტას მოითხოვენ. საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მომართვის საფუძველზე საძოვრების ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყვეტილია და მფლობელი მას პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებს.