მე-12 დღეა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. საავადმყოფოს განახლება მოხდეს არა დემონტაჟის, არამედ სარემონტო სამუშაოების შედეგად და ამის პარალელურად, მათ უწყვეტად მიეცეთ მუშაობის საშუალება. ცოტა ხნის წინ, კლინიკაში მოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური. მასთან ერთად კლინიკის დირექტორის, ზაზა ავალიანის გამოჩენას უკმაყოფილება მოჰყვა კლინიკის თანამშრომლები მხრიდან.