„თავისუფლება უკანონო პატიმრებს“,- აქცია ამ სახელწოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა. პროტესტის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას აპროტესტებენ და პრეზიდენტს ნარკოდანაშაულზე დაკავებული პირების გათავისუფლებას სთხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პირველ ეტაპზე შესაწყალებელი მსჯავრდებულების 5-კაციანი სია განცხადებასთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, სიაში მყოფი პირების უმრავლესობა სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იხდის.