აქცია პარლამენტთან და ორგანიზატორთა გზავნილები - რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე და როგორია ოპოზიციის ლიდერთა შეფასებები
ზუსტად ერთი წლის შემდეგაც, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, 20 ივნისის მოვლენების მათეული შეფასება ისევ უცვლელია. „ქართული ოცნება“ მომხდარში ოპოზიციის ბრალეულობას ხედავს და მიიჩნევს, რომ მათ დესტრუქციული ქმედებებით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს, რასაც მძიმე შედეგები მოყვა.
მმართველი გუნდის ოპონენტები კი, რომლებიც 20 ივნისის აქციაში მონაწილეობდნენ, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. თუმცა, ამასთან, ამბობენ, რომ უმძიმეს დღესთან ერთად, ეს იყო მოქალაქეების რწმენის დაბრუნების დღე. ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და განცხადება გაავრცელა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.
როგორია 20 ივნისი მოვლენების შეფასებები ერთი წლის შემდეგ, ხათუნა გაგნიძის სიუჟეტები.