პროტესტის მეათე დღე.
ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლების აქცია გრძელდება. საპროტესტო აქციას დღეს გაფიცული თანამშრომლების ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდნენ. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობენ. გაფიცულებს ადმინისტრაციისგან დღეს არავინ გამოხმაურებია. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.