აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან მოძრაობა „სოცაფეთქების“ ორგანიზატორებმა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება მოითხოვეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, „თავისუფლების ინსტიტუტი“ აღნიშნული რეგულაციის  მოხსნის მოთხოვნით სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შეიტანს. მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  აღნიშნული რეგულაციები პრობლემებს უქმნის ადამიანებს და ბიზნესსექტორს, ამიტომ შეზღუდვა უნდა გაუქმდეს.

მოამბე