აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია კვლავ გრძელდება. ისინი უკვე მეცხრე დღეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსება. პროტესტის მონაწილეები ადმინისტრაციიდან რუსთაველის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას დღესაც გამართავენ.