აქონდროპლაზიის მედიკამენტის დაფინანსების პირობები

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ. დედებს ოპტიმიზმის საფუძველს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი აძლევს. დღევანდელ შეხვედრაზე მშობლებს დაჰპირდნენ, რომ ამერიკული კომპანია „ბიომარინის“ მიერ წარმოებულ პრეპარატ „ვოზორიდიტით“ მკურნალობის პროტოკოლი თვის ბოლოს მზად იქნება. პარალელურად, დედები ცალკეულ ქვეყნებში 2021 წლიდან გამოჩენილ მედიკამენტზე ექსპერტების დასკვნასაც ელოდებიან, რომელთა შორის უცხოელი სპეციალისტიც იქნება. ჯანდაცვის უწყება მოლაპარაკებებს აწარმოებს მწარმოებელ კომპანიასთანაც. სწორედ პროტოკოლის შემუშავების გაირკვევა წამლის შემოტანის ვადაც. ამერიკის და ევროპის მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული პრეპარატი, რომლის გამოყენებისგან ჯანდაცვის სამინისტრო თავდაპირველად შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკების გამო თავს იკავებდა, ძვლების ზრდას უწყობს ხელს და მისი მიღება 14 წლამდეა ეფექტური.

საქართველოში აქონდროპლაზიის სინდრომით 20-მდე ბავშვი ცხოვრობს.