აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან დღეს ჯანდაცვის სამინისტროში 15 საათზე შეხვედრა გაიმართება – ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. მანამდე კი, მშობლების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება. ისინი შვილების მკურნალობის დაწყების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე მეორე კვირაა იკრიბებიან. მშობლები სახელმწიფოს სთხოვენ უახლესი პრეპარატის „ვოზორიტიდის“ დაფინანსებას.

როგორზეც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინი შესაძლო გართულებების შესახებ მეტ მტკიცებულებებს ელოდებიან, თუმცა პარალელურად, მწარმოებელ კომპანია „ბიომარინთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მათგან გარკვეულ საკითხებზე დასტურის მიღების შემდეგ, უკვე მიწოდების ვადების დასახელებაც შესაძლებელი იქნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანას პროტოკოლი ივნისის დასაწყისში ექნება, მშობლები კი ჩართულები იქნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და კომისიაში. დღეს პროტესტის რეჟიმში მყოფმა მშობლებმა, თამარ გაბუნიას განცხადებას დასაფასებელი უწოდეს, თუმცა ისინი ამავდროულად მკურნალობის დაწყების ზუსტი თვის დასახლებას მოითხოვენ.