ხმაური იყო დაახლოებით ერთი საათის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან – ადგილზე დილამდე დარჩნენ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებული აქციის წევრები. პროტესტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დისკომფორტის შექმნა სურდათ საქართველოს მთავრობის წევრებისთვის. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი უსაფრთხოების მიზნით აღმართულია საპოლიციო ჯებირები. ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის რამდენიმე ავტომობილი შევიდა.
რა ვითარებაა ადგილზე ამ წუთისთვის – გიორგი კობერიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.