„დაასრულე კომენდანტი“ – მოძრაობა „სირცხვილია“, სხვადასხვა ორგანიზაცია და მოქალაქეთა ნაწილი, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით დედაქალაქის მთავარ გამზირზე ინაცვლებენ, სადაც 21:00 საათის შემდეგაც დარჩებიან და დაწესებულ რეგულაციას საგანგებოდ დაარღვევენ.