სოფელ თხინვალას მოსახლეობა სტადიონის ტერიტორიის აუქციონზე გატანას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, სტადიონი 1970 წელს მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით ააშენა. ისინი ტერიტორიისთვის რეკრეაციული სტატუსის შენარჩუნებას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება.
მოამბე