ზუსტად 21 საათზე საქართველოს ყველა მუზეუმის კარი ვიზიტორისთვის გაიღო. „მოდი ღამე მუზეუმში“ აქციის ფარგლებში, 21 საათიდან პირველ საათამდე საგამოფენო სივრცეები დამთვალიერებლებისთვის უფასო იყო.
აქციის ფარგლებში მოეწყო სხვადსხვა ღონისძიებები, – საგანმანათლებლო პროგრამები, სემინარები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა.
პროგრამას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი ევროსაბჭომ 2005 წელს ჩაუყარა. საქართველო აქციას კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს შეუერთდა.