პროექტს „ღამე მუზეუმში“ რუსთავის ისტორიული მუზეუმი შეუერთდა

პროექტს „ღამე მუზეუმში“ რუსთავის ისტორიული მუზეუმიც შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქალაქის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმების ჩვენება თემაზე „რუსთავის უცნობი კადრები“. ასევე, საკუთარი რეპერტუარი წარმოადგინა კამერულმა ორკესტრმა.

დასკვნით კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი მუსიკალური ბენდები და სხვადასხვა შემსრულებლები მიიღებენ.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიებები გვიან ღამით ფრანებით დასრულდება.