კამპანიას „ღამე მუზეუმში“ თსუ შეუერთდა

კამპანიას „ღამე მუზეუმში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა და უნივერსიტეტის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენები და თსუ-ს კაპელას კონცერტი წარმოადგინა.

სტუმრებმა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თეატრის ასწლოვანი ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია და მუზეუმის ფონდებში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების – ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დიმიტრი ერისთავის, ირაკლი ფარჯიანის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრებიც დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი