აქცია გაიმართა მარტვილში. მერიასთან ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ – მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ორგანიზებით გამართულ შეკრებას, სხვადასხვა რეგიონიდან ეკო და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კანიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ბუნების ძეგლის საბოლოო განადგურებას გამოიწვევს, ამიტომ პროცესი სრულად უნდა შეწყდეს. შეკრებილებმა ასევე მათი ერთ-ერთი თანამოაზრის გათავისუფლებაც მოითხოვეს, რომელიც დაკავებულია. ბალდაში კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „კანიონ 350“ აწარმოებს. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს დღეს მშენებელმა კომპანიამაც უპასუხა.