აქცია მარტვილში

აქცია იყო მარტვილში. სოფელ ბალდის მოსახლეობის ნაწილმა კვლავ გააპროტესტა დაცული ტერიტორიების მიერ ბალდის კანიონზე დაწყებული მშენებლობა. შეკრებილებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვეს შუამდგომლობა სასამართლოს ჩანიშვნამდე მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. მარტვილის მერის მოადგილე შეხვდა აქციის მონაწილეებს, თუმცა, ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეკრების შემდეგ ორგანიზატორები მარტვილის სოფლებში აგრძელებენ შეხვედრებს და მოსახლეობის ინფორმირებას.

შეგახსენებთ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი 40-წლიანი იჯარით გასცა, რასაც ადგილობრივთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, მშენებლობა არღვევს ეკოსისტემას, ნებართვა კი გაიცა მათთან განხილვის გარეშე.