თბილისში, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისთან „ქართული მარშის“ ახალგაზრდული კავშირის წევრებმა აქცია პერფომანსი გამართეს.
მათი თქმით, მევახშეთა პარტია, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვითაა დაკავებული, არჩევნებიდან უნდა მოიხსნას. აქციის პარალელურად, „ლელოს“ ოფისთან პარტიის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია „ლელოს“ ქუთაისის ოფისთანაც გამართეს.