აქცია კომპანია „აქსისის“ ოფისთან

ხმაური და დაპირისპირება იყო ყაზბეგის გამზირზე. სამშენებლო კომპანია „აქსისის“ დაზარალებულებმა კომპანიის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი ხელშეკრულების პირობების შესრულებას და კუთვნილი ბინების ჩაბარებას ითხოვენ. აქციის მიმდინარეობისას დაზარალებულებმა რამდენჯერმე გზის გადაკეტვა და კომპანიის ოფისში შესვლა სცადეს. მხარეებს შორის შეხვედრაც შედგა. კომპანიის ხელმძღვანელმა მშენებლობის გაგრძელების პირობა დადო. დაზარალებულების განცხადებით, ისინი კომპანიას არ ენდობიან და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.

მოამბე