ჯანდაცვის სამინისტროსთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მეორე დღეა აქციას მართავენ და ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ, რომელიც ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სხვადასხვა უწყება ჰპირდებოდა, რომ ამ მედიკამენტის დაფინანსება 2023 წლის ბიუჯეტში შევიდოდა, რაც არ მოხდა. მათივე განცხადებით, ისინი გააგრძელებენ პროტესტს მანამ, სანამ არ მოხდება რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. სამინისტროსგან ამ საკითხზე დღეს კომენტარი არ გაკეთებულა.