მოძრაობამ სახელწოდებით „იპოდრომი უბეტონო მხარე“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ არიან პარკის მოწყობისა და იპოდრომის განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ მათი მიზანია, ბუნებრივი გარემო მაქსიმალურად შენარჩუნდეს და მოხდეს პარკის ისტორიული მნიშვნელობის დაცვა. ისინი ალტერნატიული პროექტის დამუშავებას მოითხოვენ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქის, იპოდრომისა და უბნის განაშენიანების სპეციფიკა.