თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. მათი განცხადებით, რთული სამუშაოს შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ. საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯს თავად იხდიან და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ. გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტს არ აპირებენ. „ჰუნანის“ გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის წარმომადგენლები, საკითხის გადაწყვეტისთვის ერთ კვირას ითხოვენ.
მოამბე